ტურიზმი
04/08/2021

"ვაქცინაცია მიმდინარეობს, თუმცა რჩება სირთულეები, რაც აისახება ტურიზმის აღდგენაზე"

კობა გვენეტაძემ პრესკონფერენციაზე ტურიზმის აღდგენის მოლოდინებზეც ისაუბრა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რიცხვები არის 2020 წელზე უკეთესი, და სავალუტო შემოდინებების არხიც გაიხსნა, პანდემიამდელ ნიშნულზე დაბრუენბას და მის გადასწრებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

 “ბევრი რამე დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ წარიმართება პანდემია გლობალურ დონეზე. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინაცია მიმდინარეობს, სირთულეები მაინც რჩება და ეს აუცილებლად დაამჩნევს კვალს ტურიზმის აღდგენას. თუმცა, მაკროეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება სწორი მიმართულებით მიმდინარეობდა და ვფიქრობ, საქართველო ამ სირთულესაც გაუმკლავდება,” - აღნიშნავს სებ-ის პრეზიდნტი.

Businesspartner