ტურიზმი
11/05/2021

ვაქცინაციაზე ტურიზმის სექტორიდან ამ დროისთვის 700-მდე მოქალაქეა დარეგისტრირებული

ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად ტურიზმის სექტორიდან ამ დროისთვის 700-მდე მოქალაქეა დარეგისტრირებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, მათი ორგანიზებული აცრის პროცესში უწყება აქტიურადაა ჩართული.

"ტურიზმის სექტორის მხრიდან აქტივობა იზრდება. გასული კვირის განმავლობაში დაახლოებით 700 მოქალაქე დარეგისტრირდა ვაქცინაციისთვის და ჩვენ ორგანიზებულად დავეხმარებით ტურიზმის წარმომადგენლებს, რომ სწრაფად მოხდეს მათი ვაქცინაცია",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მთავრობის ინიციატივით ტურიზმის სექტორში შემავალი კომპანიების თანამშრომელთა ვაქცინაციის პროცესი დაიწყო.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ინიციატივის გაჟღერებისას განაცხადა, ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის კომპანიები, სადაც დასაქმებული პერსონალის უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება COVID უსაფრთხო სასტუმროებად, COVID უსაფრთხო რესტორნებად, კომპანიებად.

"ჩვენ ყველა ასეთ კომპანიას საერთაშორისო პლატფორმაზე გავუწევთ მათ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ ესა თუ ის რესტორანი და სასტუმრო არის COVID უსაფრთხო",- აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

Businesspartner