ტურიზმი
21/10/2022

ვალერი ჩეხერია: ტურიზმის მიმართულებით შთამბეჭდავი ზრდაა, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ

Slow Group-ის პარტნიორმა და ბიზნესის განვითარების დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ გადაცემაში "ბიზნესპარტნიორი" ტურიზმის აღდგენაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ტურიზმის მიმართულებით შთამბეჭდავი ზრდა გვაქვს, თუმცა ამის შესანარჩუნებლად აქტიური მუშაობაა საჭირო.  

"1 კვირა გავატარე თბილისში და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა რესტორანი, კაფე თუ სხვა ტურისტული ადგილი ძალიან დატვირთულია. არ უნდა მოვდუნდეთ, უნდა გავაძლიეროთ ახალ მიმართულებებზე ფიქრი და რასაკვირველია უნდა ვიმუშაოთ მაღალმხარჯველიან ტურისტებზე. დღესდღეობით, ჩვენს ქვეყანაში სრული სიმშვიდეა და საქართველოში მოგზაურობა უსაფრთხოა, სწორედ ამაზე ბევრი საუბარია საჭირო, რადგან იმის მიუხედავად, რომ რუსეთთან საზღვარი გვაქვს და უკრაინა ჩვენი მეგობარი ქვეყნაა, ჩვენთან სტაბილური სტიცუაციაა, არ არის ომი და ეს არის ძალიან აქტიურად გასავრცელებელი ამბავი.

ამასთან, აუცილებელია მოვიწვიოთ დარგის ექსპერტები, რომლებიც ზუსტად გვეტყვიან თუ რა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას."-ამბობს ვალერი ჩეხერია.

ცნობისთვის, Slow Group-ი ერთ-ერტი მსხვილი ევროპული კოპმპანიაა. 

შეგახსენებთ, რომ ტურისტული ნაკადების გაზრდის შედეგად, 2022 წლის იანვარი-სექტემბრის თვეში, საერთაშორისო მოგზაურობიდან (ტურიზმიდან) საქართველომ 2.5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 97.5%-ით აღდგენაა. 2021 წლის იანვარი-სექტემბრის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +1,651,528,684 (+190.8%) აშშ დოლარით.

Businesspartner

მთავარი სიახლეები