ტურიზმი
22/01/2021

ვატო ასათაშვილი: რეგულარული ფრენების აღდგენის შედეგს ერთ თვეში დავინახავთ

„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელი ვატო ასათაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ რეგულარულ ფრენებზე შეზღუდვების გაუქმებაზე მთავრობის გადაწყვეტილებას აფასებს.

„საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენა კარგი გადაწყვეტილებაა, იმის მიუხედავად, რომ დიდი ეფექტი ეკონომიკაზე არ ექნება, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში შედეგს მოიტანს. დღეს თუ გავხსნით, დაახლოებით ერთი თვის თავზე იქნება გვექნება შედეგი. წინააღმდეგ შემთხვევაში კიდევ უფრო გადაიწევდა ეს პროცესი. ამიტომ თავისთავად პოზიტიური გადაწყვეტილებაა,“ – აღნიშნა ვატო ასათაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 1-ელი თებერვლიდან რეგურალურ ფრენებზე შეზღუდვები უქმდება და ყველა ავიაკომპანია შეძლებს რეგულარული ფრენების დადგენასა და შესრულებას. ეს მოხდება ყველა სამედიცინო პროტოკოლისა და უსაფრთხოების წესების დაცვით.

Businesspartner