ტურიზმი
21/03/2023

WIZZAIR: ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კვლავ დიდ პოტენციალს ვხედავთ

Wizz Air აცხადებს, რომ ფლოტის გაფართოებას გეგმავს და აქცენტს კვლავ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაზე გააკეთებს. ამის შესახებ ბუდაპეშტში გამართულ პრესკონფერენციაზე WIZZAIR-ის პრეზიდენტმა რობერტ კერიმ ისაუბრა.

მისი თქმით, ავიაკომპნიის გეგმა „Wizz 500“ კვლავ ძალაშია და 2030 წლისთვის, მიზანია ავიახომალდების რაოდენობა 500-მდე გაიზარდოს.

WIZZAIR-ის გეგმაში ზრდის ბირთვად კვლავ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა მოიაზრება. ავიაკომპანიის ხელმძღვანელის განცხადებით, სწორედ  ეს ბაზრები იქნება ზრდის მთავარი განმაპირობებელი.

„ჩვენ ჯერ კიდევ დიდ პოტენციალს ვხედავთ ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ჩვენს სტრატეგიაში ბუდაპეშტი ერთ-ერთი წამყვანი ქალაქია“ - განაცხადა რობერტ კერიმ.

რაც შეეხება დასავლეთ ევროპის ბაზარს, ავიაკომპანიის მენეჯმენტი ამ ბაზარზე დაკავებული პოზიციებით კმაყოფილია.

”დასავლეთში ჩვენ ძალიან კმაყოფილი ვართ იმით, თუ სად ვართ ახლა. ჩვენ ათვისებული გვაქვს დიდი ბრიტანეთი, იტალია, ავსტრია. აქ კვლავ ეს ბაზრები იქნება პრიორიტეტული. ასევე, ვფიქრობთ, რომ განვიხილავთ გაფართოებას შიდა ბაზრებზე, სხვადასხვა ქალაქებში. გვაქვს რიგი მიმართულებები, მაგრამ დასავლეთ ევროპის ბაზარზე ძირითადი ფოკუსი უკვე არსებულ პოზიციებზე შენარჩუნდება“ - განმარტავს WIZZAIR-ის პრეზიდენტი.

Businesspartner