ტურიზმი
27/02/2021

ზაფხულში SkyUp Airlines-ი თბილისსა და ბათუმში უკრაინის 5 ქალაქიდან იფრენს

უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი უკრაინის სხვადასხვა ქალაქიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ფრენების განახლებას აანონსებს.

avianews.ge-ს ცნობით, SkyUp Airlines-ი ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე კიევიდან, ხარკოვიდან, ლვოვიდან, ოდესადან და ზაპოროჟიედან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით შეასრულებს რეისებს.

SkyUp Airlines-ის ინფორმაციით,

კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე SkyUp Airlines-ი სიხშირეების რაოდენობას კვირაში 10-მდე გაზრდის.

რაც შეეხება ავიაკომპანიის ფრენების გეგმებს ის ასე გამოიყურება:

კიევი-ბათუმი-კიევი – 21 მარტიდან SkyUp Airlines-ი კვირაში ერთი სიხშირით (კვირა) მოახდენს ოპერირებას, ხოლო 1-ელი აპრილიდან 2 სიხშირით (ხუთშაბათი და კვირა), ხოლო ზაფხულიდან ფრენები ყოველდღიური გახდება.

ლვოვი-თბილისი-ლვოვი – SkyUp Airlines-ი ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ოთხშაბათს და შაბათს) შეასრულებს.

ლვოვი-ბათუმი-ლვოვი – SkyUp Airlines-ი ფრენებს 29 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ხუთშაბათი და კვირა), ხოლო 1-ელი კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი და კვირა) მოახდენს.

ოდესა-თბილისი-ოდესა – SkyUp Airlines-ი ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (ორშაბათი, პარასკევი) აღადგენს.

ოდესა-ბათუმი-ოდესა – SkyUp Airlines-ი ფრენებს 29 აპრილიდან კვირაში ორი სიხშირით (ხუთშაბათი, კვირა), ხოლო 27 მაისიდან კვირაში 4 სიხშირით (სამშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი და კვირა) განახორციელებს. 

ხარკოვი-თბილისი-ხარკოვი – SkyUp Airlines-ი ფრენებს 27 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი) განახორციელებს.

ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვი – SkyUp Airlines-ი ფრენებს 28 აპრილიდან კვირაში 2 სიხშირით (სამშაბათი, შაბათი), ხოლო 28 მაისიდან კვირაში 4 სიხშირით (ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევს და შაბათს) შეასრულებს. 

ზაპოროჟიე-ბათუმი-ზაპოროჟიე – SkyUp Airlines-ი ფრენებს 29 მაისიდან კვირაში 3 სიხშირით (სამშაბათი, პარასკევი, კვირა) განახორციელებს. 

“როგორც იქნა. საქართველო უკრაინელებისთვის გაიხსნა. გეგმა ასეთია: ვიფრინოთ მშობლიური ქალაქიდან, შევხვდეთ თბილისში ან ბათუმში. და უკვე იქ ვიწყებთ, შეშლილი ადამიანების მსგავსად ყვირილს “გამარჯობა” და ქუჩაში სიმღერას ბედნიერებისგან”, – აცხადებენ ავიაკომპანიში.

Businesspartner