საზოგადოება
25/10/2022

1-ლი ნოემბრიდან DRG მოდელი ამოქმედდება - კლინიკებს წესების დარღვევაზე დააჯარიმებენ

1-ლი ნოემბრიდან DRG მოდელი ამოქმედდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ნოემბრიდან დეკემბრის ჩათვლით, ის საპილოტე რეჟიმში იქნება გამოყენებული, იანვრიდან კი, კლინიკებს წესების დარღვევის შემთხვევაში, სანქციებს დაუწესებენ.

ცნობისთვის, კლინიკებისთვის დაფინანსების წესი იცვლება. DRG მოდელის ამოქმედებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მოცულობა განისაზღვრება პაციენტის დიაგნოზით, ასაკით, გეოგრაფიული ლოკაციით და სხვა.

როგორც ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, იქნება მკაცრი კონტროლის მექანიზმები. კლინიკების მხრიდან წესის დარღვევის შემთხვევაში, პირველ ეტაპზე, განისაზღვრება ჯარიმა, განმეორებისას კი, ისინი საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან მოიხსნებიან.

ამ ეტაპზე, საყოველთაო ჯანდაცვაში 300-მდე კლინიკაა ჩართული.

Businesspartner